logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: იარა, იარა გახარიამ და ისევ მიშას ნარატივს დააჯდა. ყოჩაღ გიორგი, მაგასაც შენებური მარიფათი უნდა, რასაც ნამდვილად ვერავინ დაგიკარგავს
- +

1 მაისი. 2022. 21:38

 

 

იმის მაგივრად,რომ რეალურ გამოწვევებს, საზოგადოების მოთხოვნებს უპასუხოს ოპოზიციამ ერთი და იმავე მოჯადოებულ, სააკაშვილისეულ ნარატივზე სხდებიან, ყველანაირ არჩევნებს აგებენ და ბოლოს პრობლემას მოსახლეობაში ეძებენ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველის“ ეთერში მიხეილ დაუშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ეს არის ოპოზიციური სპექტრის ტრაგედია... ვერ მიხვდნენ ეს სულელები,რომ უარგუმენტო, დაუსაბუთებელი ცილისწამება მაქსიმუმ ისევ იმ 0.001% ამომრჩეველს მოუოხებს გულს,რომელიც ძირითადად პირადი შურისძიებითაა განმსჭვალული და რაციონალურ გადაწყვეტილებისგან შორსაა... იმის მაგივრად,რომ რეალურ გამოწვევებს, საზოგადოების მოთხოვნებს უპასუხოს ოპოზიციამ ერთი და იმავე მოჯადოებულ, სააკაშვილისეულ ნარატივზე სხდებიან, ყველანაირ არჩევნებს აგებენ და ბოლოს პრობლემას მოსახლეობაში ეძებენ... არა და საქმე იმაზე მარტივადაა, ვიდრე ამათ წარმოუდგენიათ... თუმცა ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო ნათქვამია. როგორც ძროხა ბალახის ჭამას არ მოეშვება, ისე ჩვენი ოპოზიციის უმრავლესობა „სოლო პარტიების" ცეკვას ვერ შეწყვეტს სააკაშვილის გარშემო... P.S. იარა იარა გახარიამ და ისევ მიშას ნარატივს დააჯდა... ყოჩაღ გიორგი... მაგასაც შენებური მარიფათი უნდა,რასაც ნამდვილად ვერავინ დაგიკარგავს...“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner