logo_geo
eng_logo
პოლ ჯოელი: საქართველო გახლდათ ერთ-ერთი პირველი იმ სახელმწიფოებს შორის, რომელმაც გაეროში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მოაწერა ხელი
- +

1 მაისი. 2022. 21:40

 

 

საქართველოს მხარდამჭერი აქტი უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოსთვის. მით უმეტეს, რომ ამ დოკუმენტს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ამ დოკუმენტს 400-ზე მეტი თანასპონსორი ჰყავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას, ასევე ევროატლანტიკური კურსის მიმართ საქართველოს რწმენას და ერთგულებას, – ასე უპასუხა საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა „იმედის კვირის“ შეკითხვას აშშ-ის მხარდამჭერი აქტის შესახებ.

„სწორედ ამ მხარდამჭერი აქტის ფარგლებში, პირველად აშშ-ი ამბობს, რომ მათ, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარღვევს ადამიანის უფლებებს, მოკლავს ან აწამებს, სანქციები დაუწესდებათ. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩანაწერია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, ამ დოკუმენტით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სრულიად სხვა, ბევრად მაღალ ხარისხში გადადის“, - განაცხადა ჯოელმა.

მან ასევე შეაფასა​ უკრაიანში მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები.

„საქართველო გახლდათ ერთ-ერთი პირველი იმ სახელმწიფოებს შორის, რომელმაც გაეროში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მოაწერა ხელი. სანქციების ნაწილშიც, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად თანმიმდევრულია - ბანკებისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, რუსული ბანკები საქართველოშიც მაშინათვე დაიხურა. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად უნდა შეფასდეს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ჰუმანიტარული დახმარებაც, რომლითაც საქართველო სხვა ქვეყნებს შორის ლიდერია. ოპოზიცია განაგრძობს ბრალდებებს, რომ საქართველომ რუსეთთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობა შეწყვიტოს. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ისეთმა პატარა სახელმწიფომ, როგორიც საქართველოა, ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას. ეს ზიანს, პირველ რიგში, მოსახლეობას მიაყენებს. პრობლემა გახლავთ ის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თანამედროვე ბოლშევიკურ პარტიას წარმოადგენს, რომლის ლიდერიც მუდმივი პოლიტიკური ომისკენაა მოწოდებული. ამ მხრივ, სააკაშვილი ძალიან ჰგავს ვლადიმერ პუტინს - სანამ თავისას არ მიიღებს, არ გაჩერდება. მას ნებისმიერ ფასად სურს ხელისუფლებაში დაბრუნება, ეს კი დამღუპველია - ქვეყანას ხლეჩს და ახლა უკვე, ცდილობს უკრაინა და საქართველო ერთმანეთისგან გააცალკეოს, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესშია“, - განაცხადა ჯოელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner