logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა დაუშვილზე: დღეს რომ ომის პარტიის გვერდით დადგები, ეს უკვე საკუთარი სამშობლოს მტრობაა. ვინ თუ არა გახარიამ ყველაზე კარგად იცის, რომ რასაც ეს ხელის ბიჭი აჟღერებს, სიცრუეა
- +

1 მაისი. 2022. 21:42

 

 

დღეს რომ „ომის პარტიის“ გვერდით დადგები ეს უკვე საკუთარი სამშობლოს მტრობაა. ვინ თუ არა გახარიამ ხომ ყველაზე კარგად იცის, რომ რასაც ეს ხელის ბიჭი აჟღერებს, სიცრუეა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში მიხეილ დაუშვილის განცხადებას. „ტვ პირველის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„დიდი ხანი ვერ ვიჯერებდი, რომ გიორგი გახარიას შეეძლო მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა, მაგრამ გადიოდა დრო და ვრწმუნდებოდი, შევცდი. შეიძლება შეგეცვალოს პოლიტიკური გემოვნება, დატოვო გუნდი, რომელმაც პოლიტიკაში მოგიყვანა და კარიერის სწრაფ განვითარებაში დაგეხმარა, მაგრამ როგორც ბოლო დროს იქცევიან ის და მისი პარტიის წევრები, ეს უკვე ღალატია. ღალატია არა გუნდის, არამედ ქვეყნის. დღეს რომ ომის პარტიის გვერდით დადგები ეს უკვე საკუთარი სამშობლოს მტრობაა. ვინ თუ არა გახარიამ ხომ ყველაზე კარგად იცის, რომ რასაც ეს ხელის ბიჭი აჟღერებს, სიცრუეა“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner