ტელეკომპანია „მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ ლევან გაჩეჩილაძის გეგმები მისთვის უცნობია:
„ვინც ვაპირებთ ამ ტელევიზიის ამ ფორმატში მაუწყებლობის გაგრძელებას, ვიცით შენობა, ვიცით თანამშრომლები, ვიცით ლოგო და ვიცით ფულის წარმომავლობა. ლევანმა როგორც ჩანს, ეს ყველაფერი კარგად არ იცის. მე ახლა ვზრუნავ, როგორ გავაგრძელო ამ არხის მაუწყებლობა და არა იმაზე, რას იზამს ლევანი და შესაბამისად, მისი გეგმების შესახებ არაფერი ვიცი", - განაცხადა გადაბაძემ.