საკუთარი ახალგაზრდობის გადარჩენის მცდელობა არის სწორ მხარეზე დგომა, - ამის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ისტორიის სწორ მხარეზე დგომა არის ვექტორი, რომელიც განსაზღვრა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ერთად და ცივილიზებულ სამყაროსთან გადაწყვიტა თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, [რუსეთისთვის სანქციების ასავლელი] შავი ხვრელების არარსებობა [საქართველოში] არის სწორ მხარეზე დგომა. უკრაინელი ხალხის თანადგომა და თანაგრძნობა არის სწორ მხარეზე დგომა და საკუთარი თავის არდავიწყება არის სწორ მხარეზე დგომა“, - განაცხადა მაღრაძემ.