შეუძლებელია წარმოიდგინოთ რამდენად დიდი გავლენები არსებობს უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანების, რომლებიც ასოცირდებიან სააკაშვილთან და მის გუნდთან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ერთი ადამიანი დაზვერვის, ამხელა სტრუქტურის ხელმძღვანელის მოადგილეა. ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მრჩევლად იმყოფებოდა ადეიშვილი. ფრაქციის თავმჯდომარე არახამია. პროტოკოლში და აპარატში სულ მცირე ორი-სამი ადამიანი, ქართველები და ქართველების ცოლები. გარდა ამისა არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ აქვთ თანამდებობა, მაგრამ დიდი გავლენებით სარგებლობენ, მაგალითად საყვარელიძე. ამ ადამიანებისთვის საქართველოს ომში ჩართვა არ არის მთავარი ფაქტორი, მთავარია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა ნებისმიერი ხერხით“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.