logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ის, რომ სააკაშვილს სუში მოაკლდა, ვერ იქნება არგუმენტი, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს
- +

2 მაისი. 2022. 01:19

 

 

ის, რომ სააკაშვილს სუში მოაკლდა, ვერ იქნება არგუმენტი, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ ომის პარტიას, არ აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა. შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეგუებულია იმას, რომ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს დამსახურებული სასჯელი არა ერთი დანაშაულისთვის. ის, რომ იქ სუში მოაკლდა, რაღაც კომფორტი დაერღვა თუ პოლიტიკაში ვეღარ ერთვება ისე აქტიურად, როგორც სურვილი აქვს, არ არის არგუმენტები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ და შიდა არეულობისკენ უბიძგებს. იქამდეც ვნახეთ, რომ თითქოს 60 დღე იშიმშილა ამ ადამიანმა და აბსოლუტურად კომიკური იყო. რამდენჯერმე ისიც ვნახეთ, რომ თითქოს ცუდად გახდა, ცილის ნაკლებობა აქვს და ცილას არ მიირთმევს და ა.შ. ხალხი დაიღალა ამ ცირკით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია სთავაზობს მოსახლეობას“, - განაცხადა გვიდიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner