logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ხელისუფლების მიერ გატარებულ სამშვიდობო პოლიტიკას და არ სურს საქართველოში ნახოს მეორე მარიუპოლი და ბუჩა
- +

2 მაისი. 2022. 01:31

 

 

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ხელისუფლების მიერ გატარებულ სამშვიდობო პოლიტიკას და შესაბამისად, მოსახლეობას არ სურს საქართველოში ნახოს მეორე მარიუპოლი და ბუჩა, - ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული პირები, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი, დავით არახამია და სხვები „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები არიან, თუმცა ისინი თავისი განცხადებებით შედეგს ვერ მიაღწევენ და მოსახლეობაში ხელისუფლების დისკრედიტაციას ვერ მოახდენენ.

„ნაციონალური მოძრაობა“, არესტოვიჩი, არახამია და მსგავსი ტიპის უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული პიროვნებები არიან მოკავშირეები. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ანუ ომის პარტიის მეგობრები. შესაბამისად, ამოცანაა, ერთი - ასეთი ტიპის განცხადებებმა აქ მაქსიმალურად შიდა არეულობა გამოიწვიოს და ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოეგოს (ასე ვთქვათ, დააკომპლექსონ ხელისუფლება და ისეთი შეცდომები დააშვებინონ, რომელიც უბიძგებს მას ომში ჩართვისკენ) და მეორე - ამას აქვს შიდაპოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები არიან და ეხმარებიან შიდაპოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში - მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლების დისკრედიტაცია, მოსახლეობაში უნდობლობის გამოწვევა“, - განაცხადა გვიდიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner