ევროკავშირის მთავარი კითხვარის ნაწილი შევსებულია – 369 შეკითხვაზე პასუხები გაცემულია. დოკუმენტს დღეს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიღებს, ასევე გრძელდება მუშაობა მეორე ნაწილის შესავსებად, რისთვისაც დრო, საქართველოს 13 მაისამდე აქვს.
კითხვარის პირველი ნაწილის შევსების პროცესში ჩართული იყო ყველა საჭირო უწყება, მათ შორის - პარლამენტი.