ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველო აკმაყოფილებს იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ნამდვილად არის განვითარების იმ დონესა და ეტაპზე, რომელზეც შეგვიძლია, სრულიად ახალ სიმაღლეზე გვქონდეს ამბიცია და რომ, მეტწილად, საქართველო აკმაყოფილებს იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის. ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მხრიდანაც ასეთივე განწყობა და დამოკიდებულება იქნება“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი კარლ ჰარცელს დღეს გადაეცემა.