logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მჯერა, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვებთ სხვადასხვა გამოწვევებზე
- +

12 აგვისტო. 2016. 14:05


 

„მე მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე", - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა  „დიდგორობის" დღესასწაულზე დამსწრე ჟურნალისტებს განუცხადა.


„მინდა დღევანდელი დღე მთელს საქართველოს მივულოცო. საქართველოსთვის დიდგორობა ყოველთვის იყო და რჩება გამარჯვების დღედ. ეს არის დღე, როდესაც ქართველმა კაცმა გამოავლინა თავისი სიმამაცე, შეიკრა ერთ მუშტად და გაიმარჯვა მასზე უზომოდ  დიდ ძალაზე. მე მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე - შეიძლება ეს არ იყოს ხელჩართული ბრძოლა, მაგრამ ყოველთვის არის გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ერის გაერთიანება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი „დიდგორობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ტრადიციულად, დიდგორის მემორიალთან, სახალხო ზეიმის ფარგლებში კონცერტი, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში  და სხვა ღონისძიებები გაიმართა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner