logo_geo
eng_logo
ისრაელი ჰიტლერის ებრაულ წარმომავლობაზე ლავროვის განცხადებას უპატიებელს უწოდებს და რუსეთის მხრიდან ბოდიშის მოხდას ელის
- +

2 მაისი. 2022. 13:00

 

 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა მისი რუსი კოლეგა დაგმო მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერს „ებრაული სისხლი ჰქონდა“.

 

ლავროვმა აღნიშნული განცხადება იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის ებრაელობა არ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მტკიცებას, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ქვეყნის „დენაციფიკაციას“ ისახავდა მიზნად.

 

„ეს უპატიებელი და სკანდალური კომენტარია. ეს საშინელი ისტორიული შეცდომაა და ბოდიშის მოხდას ველით. ებრაელებს თავი არ მოუკლავთ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელთა მიმართ რასიზმის ყველაზე დაბალი ფორმა თავად ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულებაა“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

ლაპიდმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩს ანატოლი ვიქტოროვს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.

 

შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, რამაც შესაძლოა განაპირობა მისი ანტისემიტიზმი და ექვსი მილიონი ებრაელის მკვლელობა, არაერთხელ უარყვეს ისტორიკოსებმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner