logo_geo
eng_logo
მილოშ ზემანი: პუტინის ილუზიები რუსული არმიისა და თავად რუსეთის ძლევამოსილებაზე ახლა სასაცილოდ გამოიყურება
- +

2 მაისი. 2022. 17:25

 

 

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის ილუზიები რუსული არმიისა და თავად რუსეთის ძლევამოსილებაზე ახლა სასაცილოდ გამოიყურება.

 

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ილუზიებს დანებდა, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა და, კერძოდ, რომ რუსული არმია სიძლიერით მსოფლიოში მეორე არმიაა. დღეს ეს სასაცილოდ გამოიყურება. თურმე რუსული არმია ბევრად სუსტია, ვიდრე ყველა ექსპერტი ფიქრობდა“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

 

მილოშ ზემანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის პოლიტიკის ირაციონალურობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გაზის მიწოდებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner