გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, რუსული ნავთობის ემბარგოს დათანხმდეს.
„ჩვენ მოვემზადეთ იმისთვის, რომ ნაკლებად დამოკიდებულნი ვიყოთ რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე. დამოკიდებულების შემცირებას დრო სჭირდება, შეცდომა იყო ამ გზით დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ პროგრესს ვაღწევთ. ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ იმპორტი, დაწყებული ქვანახშირით, შემდეგ ნავთობით. რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისაგან დამოუკიდებლობას მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ გაგრძელდება, ასე რომ საბოლოოდ ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით რუსეთისგან“, - აღნიშნა კრისტიან ლინდნერმა.
მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის.