logo_geo
eng_logo
მოიხმარს თუ არა პატიმარი სააკაშვილი „ქსანაქსს“ და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს - იუსტიციის მინისტრის განმარტება
- +

2 მაისი. 2022. 20:42

 

 

მოიხმარს თუ არა პატიმარი სააკაშვილი ფსიქოტროპულ და დამამშვიდებელ მედიკამენტებს, მაგალითად „ქსანაქსს“, - ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია პირადი ხასიათის მონაცემებს შეიცავს და უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ამის შესახებ ისაუბროს.

 

როგორც იუსტიციის მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, თუკი სახალხო დამცველის ექსპერტების ჯგუფს წერილობითი თანხმობა აქვს, მაშინ მათ შეუძლიათ ისაუბრონ იმის შესახებ, თუ რა მედიკამენტებს მოიხმარს მიხეილ სააკაშვილი.

 

„სწორედ იმ დასკვნაში, უფრო სწორად დასკვნის დანართში, სახალხო დამცველის მიერ მოწერილ წერილში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დანართის ეს ნაწილი არ არის საჯარო, საუბარია მათ შორის მედიკამენტების ჩამონათვალზე, რომელსაც ღებულობს მსჯავრდებული. ეს განეკუთვნება პერსონალური ხასიათის მონაცემებს და ბუნებრივია, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ამის შესახებ ვილაპარაკოთ წერილობითი თანხმობის გარეშე. თუკი წერილობითი თანხმობა აქვს ექსპერტების ჯგუფს, მაშინ შეუძლიათ ამის შესახებ თავადაც ისაუბრონ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner