logo_geo
eng_logo
კულება: ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას, თუმცა ომის დასაწყისში უფრო მეტ მხარდაჭერას ველოდით
- +

2 მაისი. 2022. 20:43

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს მოლდოვასთან თანამშრომლობას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას დნესტრისპირეთში ესკალაციის ფონზე.

 

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მოლდოვასთან და მხარი დავუჭიროთ ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთის შემოჭრის დასაწყისში მოლდოვასგან უკეთეს რეაქციას ველოდით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვას არ სჭირდება კიდევ ერთი ფრონტი დნესტრისპირეთში, ისევე როგორც უკრაინასა და ევროპას.

 

„ამიტომ ჩვენ ერთად შევაკავებთ ესკალაციას და გავაკონტროლებთ ვითარებას“, - განაცხადა კულებამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner