უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს მოლდოვასთან თანამშრომლობას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას დნესტრისპირეთში ესკალაციის ფონზე.
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მოლდოვასთან და მხარი დავუჭიროთ ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთის შემოჭრის დასაწყისში მოლდოვასგან უკეთეს რეაქციას ველოდით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვას არ სჭირდება კიდევ ერთი ფრონტი დნესტრისპირეთში, ისევე როგორც უკრაინასა და ევროპას.
„ამიტომ ჩვენ ერთად შევაკავებთ ესკალაციას და გავაკონტროლებთ ვითარებას“, - განაცხადა კულებამ.