logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ულტიმატუმის ენით საუბარი როგორ უნდა მივიღოთ, როდესაც ეს არ შედის პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაში - გამოაღოს საკნის კარი და ვინმე გამოუშვას სამკურნალოდ
- +

2 მაისი. 2022. 20:44

 

 

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების მიერ წარდგენილ ულტიმატუმს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

„რაც შეეხება ოჯახის წევრებს, მესმის მათი მდგომარეობა, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის ოჯახის წევრებისა. ისინი დაინტერესებულები არიან, რომ პატიმარმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, გამოვიდეს გარეთ და ა.შ. ამაში გაუგებარი არაფერია. თუმცა, ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, სამართალი, მისი ნორმები და ეს საჭიროებს დაცვას. ნებისმიერი ჩვენი მოქმედება იქნება მხოლოდ და მხოლოდ კანონთან სრულ შესაბამისობაში და. ბუნებრივია, ულტიმატუმის ენით საუბარს ვერ მივიღებთ ან როგორ უნდა მივიღოთ, როდესაც ეს არ შედის პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაში, რომ ასე გამოაღოს საკნის კარი და ვინმე გამოუშვას სამკურნალოდ, მით უმეტეს ქვეყნის გარეთ“ - განმარტა ბრეგაძემ.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაშ კი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner