logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი ნანა ჟორჟოლიანზე: ნებისმიერი, ვინც ასე მეტყველებს და აზროვნებს, არის სიძულვილის პროპაგანდისტი და მისი საჯარო სივრცეში ყოფნა ნიშნავს დისკრიმინაციის პოპულარიზაციას!
- +

2 მაისი. 2022. 23:35

 

 

„ბოდიში ასეთ დროს არ კმარა. საჭიროა, შესაბამისი შეფასება არა მხოლოდ შშმ პირების, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან,“ - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ნანა ჟორჟოლიანის შეფასებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, სადაც ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ თუ სააკაშვილს დასჭირდება ეტლი, ის იქნება მცენარე და მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს.

 

„ბოდიში ასეთ დროს არ კმარა. საჭიროა, შესაბამისი შეფასება არა მხოლოდ შშმ პირების, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან. ნებისმიერი, ვინც ასე მეტყველებს და აზროვნებს, არის სიძულვილის პროპაგანდისტი და მისი საჯარო სივრცეში ყოფნა ნიშნავს დისკრიმინაციის პოპულარიზაციას!“ - წერს იონათამიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner