logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა
- +

3 მაისი. 2022. 00:49

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული პროექტებია:

 

  1. „ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნი", პროექტის განმახორციელებელი - ა(ა)იპ ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი. გურამ ოდიშარიას რომანს „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურ ენაზე თარგმნის დაურ ნაჭყებია; დაურ ნაჭყებიას რომანს „ღამის ნაპირი“, აფხაზურიდან თარგმნის გურამ ოდიშარია. ორივე თარგმანი ერთ წიგნად გამოიცემა.

 

  1. „თანამედროვე ოსი მწერლის, მერი ცხოვრებოვას მოთხრობების ქართულ ენაზე გამოცემა“, პროექტის განმახორციელებელი - ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა; მთარგმნელები - ნაირა ბეპიევი და ნინო პოპიაშვილი.

 

  1. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, აფხაზურ ენაზე თარგმნის რიმა კინწურაშვილი, პროექტის განმახორციელებელი - ა(ა)იპ საზოგადოება აფხაზური სახლი.

 

აღსანიშნავია, რომ კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა, კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 5-მა განმცხადებელმა მომართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner