logo_geo
eng_logo
ბათუმში თეატრალიზებული წარმოდგენები გრძელდება
- +

12 აგვისტო. 2016. 15:04


 

5-14 აგვისტოს, ბათუმში, მასშტაბური პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში  ქუჩის თეატრის პროექტი Street Theatre Project იმართება.


12 აგვისტოს, 18:00 და 20:00 საათზე,  ბულვარში, ზაფხულის თეატრის წინ ბრიტანული ჯგუფის  FRANTIC წარმოდგენა მოეწყობა,  21:00 საათზე, ე.წ. „კოლონადებთან", The Quintessence- ის კონცერტი გაიმართება, ხოლო 21:00 საათიდან ბულვარში, ბრიტანული SPARK წარმოდგენას გამართავს.


ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის თეატრები წარმოდგენებს გამართავენ. ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარდგებიან.


პროექტის ფარგლებში, ბათუმს სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები - ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები ესტუმრებიან და მაყურებელს საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ.


 9-10 აგვისტოს, ბათუმის ლიტერატურულ კაფეში კატო ჯავახიშვილის, ნიკა ჯორჯანელის და ზვიად რატიანის პოეზიის საღამოები მოეწყო, 12 აგვისტოს, კი ე.წ „კოლონადებთან" The Quintessence - ის კონცერტი გაიმართება.


„ქუჩის თეატრის პროექტი" საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში იმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner