logo_geo
eng_logo
უკრაინის ელჩმა გერმანიის კანცლერს „შეურაცხყოფილი ძეხვი“ უწოდა
- +

3 მაისი. 2022. 17:54

 

 

გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს „შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „Spiegel“ ავრცელებს.

 

მანამდე შოლცმა უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კიევი გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიღებაზე ამბობს უარს.

 

„თავი ისე გეჭიროს, თითქოს შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი ხარ, არც ისე სახელმწიფოებრივი საქციელია“, - აცხადებს უკრაინის ელჩი. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ მოხარული იქნება, კიევში ოლაფ შოლცს უმასპინძლოს.

 

https://www.spiegel.de/politik/deutschland/ukraine-krieg-botschafter-andrij-melnyk-nennt-kanzler-olaf-scholz-beleidigte-leberwurst-a-e8ad90fa-2184-47f2-8e4f-cb050457199c

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner