logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: 2014 წელს უკრაინისათვის დახმარების არგაწევა შეცდომა იყო
- +

3 მაისი. 2022. 19:38

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინისათვის დახმარების არგაწევა შეცდომა იყო.

მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, რომ არ დაეხმარა უკრაინას 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.

„სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ძალიან ნელა გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ერთობლივად ვერ დავაწესეთ სანქციები, რომელიც მაშინ უნდა დაგვეწესებინა ვლადიმერ პუტინისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია იგივე შეცდომის გამეორება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner