29 აპრილიდან დღემდე, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან 101 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ უკრაინაში გაეროს კოორდინატორმა, ოსნატ ლუბრანიმ განაცხადა.
გაეროსა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ხელშეწყობით ქარხნის ტერიტორია დატოვეს ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბუნკერებში იყვნენ.
ლუბრანის განცხადებით, ევაკუირებულებმა დღის შუქი ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად ნახეს.