logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამისა და ასოციაცია „ქალი და ბიზნესის“ წარმომადგენელს შეხვდა
- +

3 მაისი. 2022. 20:17

 

 

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის" აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ელიზბარაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო პატიმარ და პრობაციონერ ქალთა საკითხების თაობაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ შევხვდით, კონცენტრირებულად მუშაობს ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი ქალების საჭიროებებზე, მათ შორის, უზრუნველყოფს თავშესაფრით, აქვს პროფესიული გადამზადების და მცირე საგრანტო კომპონენტები. მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დახმარება, რადგან ამ საკითხს, გარკვეულწილად, სამინისტროს და სხვა მსხვილი დონორების მხრიდან თავისი კონტრიბუცია ესაჭიროება. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის ფარგლებში ყველა კატეგორიის ქალების უფლებების დაცვაა, მათ შორის, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner