logo_geo
eng_logo
მაკრონმა პუტინს მოუწოდა, უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი აგრესია დაასრულოს
- +

3 მაისი. 2022. 20:47

 

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში საფრანგეთის ლიდერმა, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შედეგების უკიდურეს სიმძიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა მარიუპოლისა და დონბასში არსებული ვითარების გამო და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუშვას ევაკუაცია, ჰუმანიტარულ აქტორებთან კოორდინირებით და დანიშნულების არჩევანი ევაკუირებულებს დაუტოვოს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

ემანუელ მაკრონმა ასევე მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ამ დამანგრეველი აგრესიის დასრულების გზით.

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ეს იყო პუტინისა და მაკრონის პირველი სატელეფონო საუბარი მას შემდეგ რაც, მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner