logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შემდეგ, რეფორმების პროცესი გაცილებით სწრაფად უნდა წავიდეს
- +

3 მაისი. 2022. 21:14

 

 

მარინა კალიურანდის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რეფორმების პროცესი გაცილებით სწრაფად უნდა წავიდეს. „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპარლამენტმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ დააჩქარა.

„რომ არა უკრაინაში ომი, ეს საკითხი განხილვას არ დაექვემდებარებოდა. ეს პასუხს სცემს ყველა კითხვასაც. უკრაინამ, საქართველომ, მოლდოვამ პროცესების დაჩქარება გადაწყვიტეს და ახლა ევროკავშირმა უნდა მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ეს ყოველთვის იყო და ახლაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყოველთვის რთული ნაბიჯია და ყოველთვის კონსენსუსი იყო საჭირო. თქვენ ძალიან კარგად ნახეთ, როდესაც უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მოითხოვა, მაშინ ევროკავშირის ყველა წევრი მთავრობის მეთაურების დონეზე არ იყო მზად. დიახ, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს რეფორმების გაგრძელებას. ამ სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ მართლმსაჯულების რეფორმირება და საკონსტიტუციო რეფორმები. მე მუდმივად ვაცხადებდი, რომ ეს ფანჯარა აუცილებლად გაიხსნებოდა და ამ მომენტისთვის ჩვენც და პარტნიორებიც მზად უნდა ვყოფილიყავით. კანდიდატის სტატუსის შემდეგ გაცილებით სწრაფად უნდა წავიდეს რეფორმების პროცესი“, - განაცხადა კალიურანდმა.

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 2 მაისს კი ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner