logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა
- +

3 მაისი. 2022. 21:15

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

„დღეს, საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“, - წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner