ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.
შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას დაასრულებს.
„ჩვენი მიზანია, დავანგრიოთ პუტინის სამხედრო მანქანა და დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო ახალ სანქციებს დააწესებს რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ ნავთობის სექტორის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.