logo_geo
eng_logo
რუსეთის საგარეო უწყება: 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ არ არსებობს
- +

12 აგვისტო. 2016. 15:42


 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტრო 2008 წლის ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. მათი თქმით, „ოფიციალურ თბილისს არ ეყო 8 წელიწადი იმისთვის, რომ ქვეყნის „ტერიტორიული დაშლის" ნამდვილი მიზეზი გაეაზრებინა".


უწყების განცხადებით, დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ საქართველოს „ყოფილ ტერიტორიაზე" არსებობს ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფო", რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს შიდა და საგარეო პოლიტიკას და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მათ შორის „საზღვრების კეთილმოწყობისა და სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერების" გზით.

რუსეთის საგარეო უწყება ადანაშაულებს ოფიციალურ თბილისს, რომ ის რეალობისგან შორს არის.


დიდიხანია მივეჩვიეთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები რაციონალურ არგუმენტებს ვერ აღიქვამენ", - ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში „ტრადიციულად" ახსენა „2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ", რომელსაც რუსული უწყება „მითიურს" უწოდებს.


იძულებული ვართ კვლავ შევახსენოთ, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. სინამდვილეში, საუბარია „კონფლიქტების დარეგულირების ექვს პრინციპზე", რომელიც რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბეს და ქართულ, ოსურ და აფხაზურ მხარეებს ცალ-ცალკე შესთავაზეს ხელმოსაწერად", - ნათქვამია რუსული უწყების განცხადებაში.


სამინისტრო აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის.


„ეს შემთხვევითი არ არის - კიევი და თბილისი თითქოს ეხმარებიან ერთმანეთს, „რუსული აგრესიის მსხვერპლის" როლში უკეთესად შევიდნენ", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner