logo_geo
eng_logo
გერმანიის კანცლერი: ვერავინ იტყვის, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება
- +

3 მაისი. 2022. 23:31

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვერავინ იტყვის, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება.

„ვერავინ იტყვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალის გამოყენებით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინს სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალის გამოყენებით გადაწევა.

„ის ცდილობს აღადგინოს რუსეთის ძველი მნიშვნელობა მსოფლიოში, რომელიც შეიცვალა“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner