გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვერავინ იტყვის, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება.
„ვერავინ იტყვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალის გამოყენებით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინს სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალის გამოყენებით გადაწევა.
„ის ცდილობს აღადგინოს რუსეთის ძველი მნიშვნელობა მსოფლიოში, რომელიც შეიცვალა“, - განაცხადა მან.