logo_geo
eng_logo
რა ვითარებაა უკრაინაში რუსული აგრესიის 69-ე დღეს
- +

3 მაისი. 2022. 23:34

 

 

პუტინის ომის 69-ე დღე - აზოვსტალზე სარაკეტო იერიშები განახლდა. ოკუპანტები ტერიტორიას უმოწყალოდ ბომბავენ. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს ერთ-ერთი ბუნკერი, რომელიც იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. არიან დაღუპულები. აზოვის ბატალიონი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო დერეფანს ითხოვს.

ხარკოვი, კრამატოვსკი, მიკოლაევი და ოდესა ისევ იბომბება. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ოდესის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე და სკოლაზე მიიტანეს. აფეთქების შედეგად 17 წლის გოგო მძიმედ დაიჭრა. დაიღუპა 14 წლის მოზარდი.

ომის 69-ე დღეს უკრაინელი სამხედროები პოზიციებს ისევ არ თმობენ. ვრცელდება მტრის საბრძოლო მასალის საწყობის და ჯავშანტექნიკის განადგურების კადრები. უკრაინის თავდაცვის სისტემას ბერლინი დახმარების ახალ პარტიას გაუგზავნის. საუბარია 7 ერთეულ მძიმე ტექნიკაზე; 5000 რაკეტსაწინააღმდეგო ჯაველინი - უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის პენტაგონიც. ქვეყანას 370 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარებას გადასცემს დიდი ბრიტანეთიც.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსულ აგრესიას 220 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძიმედ დაიჭრა 406. შემზარავი სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner