logo_geo
eng_logo
ევროპაში ნატოს შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ჰყავს
- +

3 მაისი. 2022. 23:34

 

 

ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაურად ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კავოლი ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სახმელეთო ჯარებს მეთაურობს. ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე ის ტოდ უოლტერსს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე სამი წლის წინ დაინიშნა. კავოლის დანიშვნას, ნატოს სანქციით, ხელი მოაწერა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.

გენერალ კრისტოფერ კავოლის იელის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი აქვს, ის თავისუფლად ფლობს რუსულ, იტალიურ და ფრანგულ ენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner