„თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სასამართლოს ლოზუნგის ქვეშ რეალურად არის პოლიტიკური ბრძოლა და რა არის ამ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი აზრი, რომ სასამართლო და ტელევიზია ხელისუფლების გავლენებისგან სრულად იყოს თავისუფალი, მაგრამ არ იყოს თავისუფალი და ერთგულად ემსახუროს ერთი პარტიის ინტერესებს", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყავრელიძემ "ახალ თაობასთან" აღნიშნა.
საყვარელიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლის ინსტრუმენტები არის „რუსთავი2" და საკონსტიტუციო სასამართლო.
„მე უფრო დავფიქრდებოდი არა წინასაარჩევნო პერიოდზე, არამედ არჩევნების შემდგომ პერიოდზე. საინტერესოა, რა მოხდება არჩევნების შემდეგ. ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლის ინსტრუმენტები არის „რუსთავი2" და საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. საერთაშორისო მხარდაჭერა კი მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდეს, რათა ყოფილი ხელისუფლების სამართალდარღვევები ნელნელა შეჩერდეს. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ "ნაციონალებმა" ხელისუფლება დაიბრუნონ. თუ აჩუქებენ, აიღებენ, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნება არ არის მთავარი მიზანი, მიზანი არის ციხეს გადარჩნენ. თუ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ მეორე ადგილზე გავა 8 ოქტომბრის არჩევნებზე, მაშინ მიზანი მიღწეული იქნება და ნაკლებად იხმაურებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ყიჟინს ატეხენ", - განაცხადა საყვარელიძემ.