logo_geo
eng_logo
მარტვილში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

4 მაისი. 2022. 12:58

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

ქალაქ მარტვილში  მარტვილის ქუჩაზე  გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 67 085 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ხონის საგზაო“ ასრულებს.

 

დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულის მეორე ნამიკოლაოს უბნისა და თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ნამიკოლაოს უბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 4 645 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 3 269 997 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ ასრულებს.

 

საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner