logo_geo
eng_logo
იტალიის პრემიერი: ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას
- +

4 მაისი. 2022. 14:16

 

 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნების პრინციპზე უარი უნდა თქვას.

 

მარიო დრაგის თქმით, ევროპა პრაგმატული ფედერალიზმისკენ უნდა წავიდეს, რათა უკეთ მოემზადოს ეკონომიკური, ენერგეტიკული, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების გადასაჭრელად.

 

„თუ ეს მოითხოვს ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლის პროცესის დაწყებას, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

 

მარიო დრაგიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რათა უპასუხოს რუსეთის თავდასხმას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა მშვიდობა კონტინენტზე.

 

„ჩვენ უნდა დავძლიოთ ერთსულოვნების ეს პრინციპი და გადავიდეთ კვალიფიციური უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებებისკენ“, - აღნიშნა მან.

 

კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპის გამოყენება ნიშნავს, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 15 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა იქნება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად და შეუძლებელს გახდის ერთი ქვეყნის მიერ გადაწყვეტილებების დაბლოკვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner