logo_geo
eng_logo
გრიგოლ გიორგაძემ, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
- +

12 აგვისტო. 2016. 16:49



დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობოსა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.


შეხვედრა მიზნად ისახავდა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას და მასში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს.

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner