logo_geo
eng_logo
ფეთჰულა გიულენი : თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, მზად ვარ...
- +

12 აგვისტო. 2016. 16:53


 

აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის განცხადებით, ის მზად არის თურქეთში ჩავიდეს, თუ ანკარა დაამტკიცებს მის მონაწილეობას სამხედრო გდატრიალების მცდელობაში.


როგორც „BBC" იტყობინება, ამის შესახებ გიულენი ფრანგულ გამოცემა Le  Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.



თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-მაინც დაამტკიცებენ, პირობას ვდებ დაბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო", - წერს გიულენი.


თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ში მცხოვრები გიულენი ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზეტორია და ამერიკული მხარისგან მის გადაცემას ითხოვს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner