აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის განცხადებით, ის მზად არის თურქეთში ჩავიდეს, თუ ანკარა დაამტკიცებს მის მონაწილეობას სამხედრო გდატრიალების მცდელობაში.
როგორც „BBC" იტყობინება, ამის შესახებ გიულენი ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
„თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, პირობას ვდებ დაბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო", - წერს გიულენი.
თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ში მცხოვრები გიულენი ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზეტორია და ამერიკული მხარისგან მის გადაცემას ითხოვს.