კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს.
ასფალტის დაგებამდე გზაზე, რომლის სიგრძე 750 გრძივი მეტრია მოეწყო რკინაბეტონის კიუვეტები.
გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ ახორციელებს, ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 538 000 ლარია.
სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა ამორტიზირებული და მოუწესრიგებელი იყო.
მუზეუმს, რომელსაც მრავალი ვიზიტორი ჰყავს, პრობლემური გზა დისკომფორტს უქმნიდა.
მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს.