logo_geo
eng_logo
სოფელ სასირეთში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

4 მაისი. 2022. 15:45

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა  დაათვალიერეს. 

 

ასფალტის დაგებამდე გზაზე, რომლის სიგრძე 750 გრძივი მეტრია მოეწყო რკინაბეტონის კიუვეტები.

 

გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ ახორციელებს, ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება        538 000 ლარია.

 

სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა ამორტიზირებული და მოუწესრიგებელი იყო.

 

მუზეუმს, რომელსაც მრავალი ვიზიტორი ჰყავს, პრობლემური გზა  დისკომფორტს უქმნიდა.

 

მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner