logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: გერმანიის მთავრობისა და გერმანელი ხალხისთვის პრობლემაა, რომ უკრაინულმა მხარემ გერმანიის პრეზიდენტს სთხოვა, კიევში არ ჩასულიყო
- +

4 მაისი. 2022. 17:55

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიას უკრაინასთან ურთიერთობაში პრობლემა ჰქონდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში გერმანიის პრეზიდენტის კიევში ვიზიტი გაუქმდა.

 

„გერმანიის მთავრობისა და გერმანელი ხალხისთვის პრობლემაა ის, რომ პრეზიდენტს სთხოვეს, კიევში არ ჩასულიყო“, - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს.

 

„უკრაინამ ასევე უნდა შეასრულოს თავისი როლი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დაძაბულობის განმუხტვა, თუმცა არ მოიყვანა კონკრეტული მაგალითები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს კიევმა სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

 

12 აპრილს, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ კიევში მისი ვიზიტი არასასურველად მიიჩნია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner