მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებთან კავშირი გაწყდა. ამის შესახებ BBC ქალაქის მერზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვადიმ ბოიჩენკომ კომენტარი ერთ-ერთი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედროებმა ორდღიანი უწყვეტი შტურმის შემდეგ, „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს.„აზოვსტალის“ ქარხანა ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომელსაც უკრაინული მხარე აკონტროლებს. ქარხნის ტერიტორიაზე სამხედროების გარდა სამოქალაქო პირებიც იმყოფებიან.