logo_geo
eng_logo
მარიუპოლის მერის თქმით, „აზოვსტალში“ გამაგრებულ მებრძოლებთან კავშირი გაწყდა
- +

4 მაისი. 2022. 20:12

 

 

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებთან კავშირი გაწყდა. ამის შესახებ BBC ქალაქის მერზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ვადიმ ბოიჩენკომ კომენტარი ერთ-ერთი უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედროებმა ორდღიანი უწყვეტი შტურმის შემდეგ, „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს.„აზოვსტალის“ ქარხანა ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომელსაც უკრაინული მხარე აკონტროლებს. ქარხნის ტერიტორიაზე სამხედროების გარდა სამოქალაქო პირებიც იმყოფებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner