logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინას, სულ მცირე, 600 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა
- +

4 მაისი. 2022. 20:13

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზარალის ოდენობა, რომელიც რუსეთმა უკრაინას ომის მსვლელობისას მიაყენა, 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

„ეს წინასწარი მონაცემებია, რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცით რა მოხდა იმ ქალაქებში, რომლებიც ახლა ოკუპაციის ქვეშ არიან. მაგალითად, თუ ავიღებთ მარიუპოლს, ნახევარმილიონიანი ქალაქი, იქ იყო სიდიდით მეორე მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“, რომელსაც ჩვენი სამხედროები იცავენ. იქ მუდმივი ბრძოლებია, მარიუპოლი მთლიანად განადგურებულია. რა თანხა სჭირდება ქალაქების აღდგენას? ვფიქრობ, ეს რთული ამოცანაა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემდეგ, ყველაფერს სწრაფად გავაკეთებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner