logo_geo
eng_logo
კრემლმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პუტინი 9 მაისს უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებს
- +

4 მაისი. 2022. 20:13

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 9 მაისს უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებს.

 

ტელეკომპანია CNN-ის კითხვაზე, რა შანსებია, რომ პუტინმა უკრაინას ომი გამარჯვების დღეს გამოუცხადოს, პესკოვმა უპასუხა: „არანაირი“ და დასძინა: „არა, ეს სისულელეა“.

 

პესკოვმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინმა შესაძლოა გამარჯვების დღე გამოიყენოს ქვეყანაში მობილიზაციის გამოსაცხადებლად.

 

3 მაისს, CNN-მა დასავლელ მაღალჩისონებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისს შესაძლოა უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს.

 

CNN: პუტინმა 9 მაისს შესაძლოა უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს

როგორც წყაროები აცხადებენ, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გამარჯვების დღის სიმბოლური მნიშვნელობით ისარგებლოს, რათა უკრაინაში სამხედრო მიღწევის შესახებ ან საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია გამოაცხადოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner