რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 9 მაისს უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებს.
ტელეკომპანია CNN-ის კითხვაზე, რა შანსებია, რომ პუტინმა უკრაინას ომი გამარჯვების დღეს გამოუცხადოს, პესკოვმა უპასუხა: „არანაირი“ და დასძინა: „არა, ეს სისულელეა“.
პესკოვმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინმა შესაძლოა გამარჯვების დღე გამოიყენოს ქვეყანაში მობილიზაციის გამოსაცხადებლად.
3 მაისს, CNN-მა დასავლელ მაღალჩისონებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისს შესაძლოა უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს.
CNN: პუტინმა 9 მაისს შესაძლოა უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს
როგორც წყაროები აცხადებენ, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გამარჯვების დღის სიმბოლური მნიშვნელობით ისარგებლოს, რათა უკრაინაში სამხედრო მიღწევის შესახებ ან საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია გამოაცხადოს.