უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, - განაცხადა ავსტრიის ევროკავშირისა და საკონსტიტუციო საქმეთა მინისტრმა, კაროლინ ედტშტადლერმა.
24 აპრილს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იყოს შეთავაზებული. მისი თქმით, უკრაინამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. მან საკუთარი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებმაც კანდიდატურის მიღებამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს.
კაროლინ ედტშტადლერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება „ადაპტაციის ხანგრძლივი პროცესი, რომლის მიღწევა შეუძლებელია მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში“, რადგან „დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფო ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა შემდგომ ეტაპს” და არ შეიძლება, რომ უკრაინისთვის სწრაფი პროცედურა იყოს.