logo_geo
eng_logo
რიჩარდ ჩარნეცკი: საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს და დასავლეთმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ნატოს სამიტზე ბუქარესტში, როდესაც საქართველოს მაპზე უარი უთხრა
- +

4 მაისი. 2022. 21:42

 

 

“საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს და დასავლეთმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ნატოს სამიტზე ბუქარესტში, როდესაც საქართველოს მაპზე უარი უთხრეს,” - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რიჩარდ ჩარნეცკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ახლა შეცდომების გამოსწორებისა და მომავალზე ფიქრის დროა.მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა საკმარისი დღეს არ არის.

 

„გადამწყვეტი მომენტია არამარტო ოფიციალური კიევისთვის, არამედ კიშინოვისა და თბილისისთვის. ამ სამი სახელმწიფოსთვის კარი უნდა გაიხსნას, რაც ახალ შესაძლებლობას მისცეს პარტნიორებს. ვიცი, ზოგს ურჩევნია ახლა მხოლოდ უკრაინა მოვიწვიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად არასამართლიანი. საქართველო და მოლდოვა რისკის ქვეშ არიან და რა თქმა უნდა, საფრთხეებს რუსეთი ქმნის. ახლა დროა არამარტო მორალური სოლიდარობის, არამედ მხარდაჭერა უნდა ქმედებებით გამყარდეს და ეს ნიშნავს ტრიოს ევროკავშირში მოწვევას, ანუ სამივე და არა მხოლოდ უკრაინა. საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს და დასავლეთმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ნატოს სამიტზე ბუქარესტში, როდესაც საქართველოს მაპზე უარი უთხრა. ახლა შეცდომების გამოსწორებისა და მომავალზე ფიქრის დროა.მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა საკმარისი დღეს არ არის“, - განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner